Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი რომაში ჩალობას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის…

რომა ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ბოლო დღეებში ჯალოროსის რიგებში ჩელსის უკანახაზელის ტრევო ჩალობას ტრანსფერი აქტიურად განიხილება.

24 წლის ფეხბურთელი ლონდონური გუნდის გეგმებში აღარ შედის და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჩელსი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მისი ხელფასი გახლავთ.

ჩალობა ლონდონურ გუნდში წლიურად 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და რომა მის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ჩელსი მისი ხელფასის ნაწილის დაფარვას დათანხმდება.