ჩელსიმ ნაპოლისთან ოსიმენის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსი ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ნიგერიელი ფორვარდის გაფორმებას იანვარში ეცდება.
SportMediaset-ის ცნობით, ლურჯებმა ნაპოლისთან ოსიმენის თაობაზე პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და იანვარში ოფიციალურ წინადადებას გააკეთებენ, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ მათ აურელიო დე ლაურენტისის თანხმობა მიიღონ.
წყაროს ინფორმაციით, დე ლაურენტისს შუა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს და ჩელსის მის დასარწმუნებლად მსუყე ფინანსური შეთავაზების გაკეთება მოუწევს.