Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა ინტერის ფინანსურ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს…

ინტერი ბოლო წლებში სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის, რაც გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის შემთხვევაში კიდევ უფრო სერიოზული გახდება.

ნერაძური სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას 50 ქულით რომასთან იყოფს და სიმონე ინძაგის გუნდის ცუდი ფორმის ფონზე, რომელამც ბოლო 5 მატჩში 4 მარცხი იწვნია, მათი ოთხეულს მიღმა დარჩენა გამორიცხული სულაც არ არის.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ინტერს მინიმუმ 50-60 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც გუნდისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. ბენეამატას ამ მომენტისთვის ბანკების 390 მილიონი ევრო მართებს, რასაც Oaktree Capital-ისთვის 2024 წელს დასაფარი 300 მილიონი ევრო ემატება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერის აქციების საკონტროლო პაკეტი საინვესტიციო კომპანიის ხელში გადაინაცვლებს…