ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შემდეგ, ინტერს ფეხბურთელების გაყიდვა აღარ მოუწევს
იტალიური მედიის ცნობით, ინტერმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შემდეგ 150-მილიონიანი შემოსავლის ზღვარს, რომელიც გუნდის მინიმუმი იყო, გადააჭარბა და ბენეამატას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იძულებით გუნდის რომელიმე ლიდერის გაყიდვა აღარ მოუწევს.
ნერაძურიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგიდან 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ფინალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში კი ამ თანხას კიდევ 15 მილიონი ევრო დაემატება, მომდევნო სეზონში ჯგუფურ ეტაპზე თამაშის სანაცვლოდ კი ნერაძური კიდევ 50 მილიონ ევროს მიიღებს.
FcInterNews-ის ცნობით, პოზიტიური სპორტული და ფინანსური შედეგები ინტერის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ფანჯარაზე მეტ თავისუფალებას მისცემს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდი რომელიმე ლიდერმა ფინანსური მიზეზების გამო დატოვოს.