Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩჟანი ინტერის გაყიდვას არ აპირებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის პრეზიდენტი სტივენ ჩჟანი ნერაძურის გაყიდვას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ Oaktree Capital-ის სესხის რეფინანსირებას შეძლებს.

ლომბარდიულმა გრანდმა ამერიკული საინვესტიციო კომპანიისგან 275 მილიონი კორონა ვირუსის პანდემიის დროს ისესხა, 2024 წლის მაისში კი 330 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში Suning-ი გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტს დაკარგავს.

ბოლო პერიოდში ინტერის შესაძლო გაყიდვის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, Gazzetta dello Sport-ის ცნობით კი გუნდის მფლობელები ახალი სესხის აღებაზე მუშაობენ, რაც მათ ფინანსური სიტუაციის გამოსასწორებლად მეტ დროს მისცემს.