Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩუკვუეზეს მილანში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია

მილანი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და მომდევნო ფეხბურთელი, რომელიც როსონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება, სამუელ ჩუკვუეზე იქნება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჩუკვუეზე მილანში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის, რის შემდეგაც ამერიკაში გაემგზავრება და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

მილანი ფეხბურთელის სანაცვლდო 20 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 10 მილიონი დაემატება.