Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: დონარუმასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მალდინის პროფესიონალიზმის გამოვლენა მოუწევს

ჯიჯო დონარუმა მილანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და როსონერის მასთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მაქსიმალური პროფესიონალიზმის გამოვლენა მოუწევს.

გუშინ შესრულდა ზუსტად 5 წელი მას შემდეგ, რაც 16 წლის დონარუმამ მილანში პირველი მატჩი გამართა, რის შემდეგაც ჯიჯო მილანის სიმბოლო, იტალიის ნაკრების მთავარი კიპერი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა.

21 წლის ასაკში ჯიჯოს ანგარიშზე მილანში ჩატარებული 211 შეხვედრაა და ვიცე-კაპიტანს ამ ასაკშიც კი შეგვიძლია, რომ ვეტერანი დავუძახოთ. მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება… მისი აგენტი ყველასთვის ნაცნობი მინო რაიოლაა, რაც მილანისთვის საქმეს ნამდვილად არ ამარტივებს.

მალდინიმ იცის, რომ დონარუმას გუნდში დასატოვებლად ყველა ხერხის მოსინჯვა მოუწევს, თუმცა მილანს იმის ფუფუნება არ გააჩნია, რომ ასეთი ფეხბურთელი უფასოდ დაკარგოს, ამიტომ მალდინის ახალი კონტრაქტის შეთანხმება იანვრის თვემდე მოუწევს…