Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: მილანი იკარდიზე ოცნებობს

მილანი იანვარში საკმაოდ მსუყე თანხის დახარჯვას გეგმავს და Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი პსჟ-ს ფორვარდის, მაურო იკარდის გაფორმებას შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, მილანის ხელმძღვანელობას სკუდეტოსთვის ბრძოლის იმედი გაუჩნდათ და სურთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრობლემური ზონები გააძლიერონ.

მალდინი – მასარას დუეტი ცენტრალური მცველის ტრანსფერზე უკვე მუშაობს. ისინი 40 მილიონ ევროდ შეფასებული ნიკოლა მილენკოვიჩის შეძენის იმედს არ კარგავენ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელი ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და როკო კომისოს მისი გაყიდვა მოუწევს. მისი ალტერნატივა კი ასევე ფიორენტინას უკანახაზელი, ჟერმან პეცელაა, რომელიც დაახლოებით 12-13 მილიონი ღირს.

უფრო საინტერესო კი მაური იკარდია. ინტერის ყოფილი კაპიტანი ნერაძურის მობყრობით უკმაყოფილო რომ დარჩა, ეს სიახლე არავისთვის არ არის. ფეხბურთელის მეუღლემ და მისმა აგენტმა, ვანდა ნარამ მილანს დერბიში გამარჯვებაც კი მიულოცა. Calciomercato-ს ინფორმაციით, იკარდი იბრაჰიმოვიჩის იდეალური შემცვლელი იქნება და როსონერის ხელმძღვანელობა პსჟ-ს მის სანაცვლოდ 1-წლიან იჯარას შესთავაზებს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში მილანი იკარდის სანცვლოდ 50 მილიონს გადაიხდის.