Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: მილანი ლიონის 19 წლის მცველით ინტერესდება

©PHOTOPQR/LE PROGRES/Stéphane GUIOCHON - Décines-Charpieu 18/09/2020 - FOOTBALL LIGUE 1 OL - NIMES -A Decines au Groupama Stadium 4eme journée de ligue 1 saison 2020-2021 OL - NIMES ici Sinaly Diomande (MaxPPP TagID: maxsportsworldtwo862160.jpg) [Photo via MaxPPP]

მილანი ცენტრალური მცველის ძიებას განაგრძობს და უკვე ნაცნობი სახელების გარდა, გუნდის ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ამჯერად როსონერის რადარზე 19 წლის ფეხბურთელი, სინალი დიომანდე მოხვდა.

ახალგაზრდა კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ლიგა 1-ში პირველ სეზონს ატარებს, თუმცა თავისი პოტენციალის გამოვლენა უკვე მოასწრო და მილანის ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა.

მოჰამედ სიმაკანი და ოზან კაბაკი მილანისთვის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მთავარი სატრანსფერო სამიზნეები იქნებიან, თუმცა დიომანდესადმი ინტერესი რამდენიმე წყარომ დაადასტურა. მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონის რადიოსში მერყეობს.