Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: მილანი ლოკატელის დაბრუნებას არ აპირებს, ფავორიტი იუვენტუსია

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანის სატრანსფერო სიაში მანუელ ლოკატელი არ არის და როსონერი ახალგაზრდა ნახევარმცველის დაბრუნებას არ გეგმავს.

ლოკატელი მილანის ახალგაზრდულ გუნდს 2009 წელს, ატალანტადან შეუერთდა, როდესაც ის მხოლოდ 11 წლის იყო. გუნდში გატარებული 9 წლის შემდეგ კი ის სასუოლოს ფეხბურთელი გახდა.

დე ზერბის გუნდში ლოკატელიმ შესანიშნავი ფეხბურთის თამაში დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა, რითიც არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა, თუმცა როგორც ჩანს მილანი მათ შორის არ არის და ფავორიტად იუვენტუსი მოიაზრება.

სასუოლომ ლოკატელი მილანიდან 12 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონამდე მერყეობს.