Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: მილანმა იოვიჩის და მილენკოვიჩის ტრანსფერებზე მუშაობა განაახლა

მილანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გაფორმების და ბრაჰიმ დიასისა და სანდრო ტონალის ტრანსფერების მოგვარების შემდეგ, ლუკა იოვიჩის და ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერებზე მუშაობა განაახლა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა ფალი რამადანისთან ერთად, რომელიც იოვიჩის და მილენკოვიჩის გარდა, რამდენიმე მილანის ფეხბურთელის ინტერესებს იცავს, მადრიდის რეალის და ფიორენტინას ფეხბურთელების ტრანსფერებზე უკვე მუშაობს.

გუშინ მალდინი და მასარა ჯერ ფლორენტინო ლუისის აგენტს შეხვდნენ, შემდეგ მილანის სათაო ოფისს ფალი რამადანი ეწვია და მხარეებმა იოვიჩის და მილენკოვიჩის სიტუაცია განიხილეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ პირდაპირ ინვესტიციას მილანი ვერც ერთ მათგანში ვერ განახორციელებს. მადრიდის რეალი იოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს, ფიორენტინას კი მილენკოვიჩის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო სურს, აქედან გამომდინარე დიავოლო მათ დამატებას მხოლოდ იჯარის წესით მოახერხებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.