Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: მილანს მილენკოვიჩთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს, თუმცა…

ნიკოლა მილენკოვიჩის სახელი მილანს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში როსონერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა მილანმა ფიორენტინას მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვა და მილენკოვიჩი იების შემადგენლობაში დარჩა.

იტალიურ მედიაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ მილენკოვიჩმა, რომელსაც ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება, ახლა ხელშეკრულებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისოს მისი გაყიდვა ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანდმებული აქვს, თუმცა როსონერის წინააღმდეგობას ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი და მადრიდის ატლეტიკო გაუწევენ.

დიავოლოს ფეხბურთელის აგენტის, ფალი რამადანის დახმარების იმედი აქვს, რომელსაც მილანის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს და მალდინის იმედი აქვს, რომ კომისო ფეხბურთელის სურვილის და მისი აგენტის ზეწოლის შემდეგ მილენკოვიჩის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას შეამცირებს.