Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: სანჩესი მილანის ზარს ელოდება

ბოლო დღეებში მილანს ტოტენჰემის ცენტრალური მცველი, დევისონ სანჩესი არაერთხელ დაუკავშირეს.

24 წლის ფეხბურთელი, რომელიც ინგლისელებს აიაქსიდან 2017 წელს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას და კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტიც ჩართოს და ეს სწორედ ის ფორმულაა, რომელსაც მილანი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად იყენებს.

ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემების და სისწრაფის გამო ის სერია ა-ს იდეალურად უნდა მოერგოს და წყაროს ინფორმაციით, კოლუმბიელი ფეხბურთელი მილანში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.