Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

CM: ტეო ერნანდესის ფასი 80 მილიონი გახდა

ბოლო წელიწადნახევარში ტეო ერნანდესი პოტენციური, თუმცა არასტაბილური ფეხბურთელიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად იქცა.

ლივერპულის ენდი რობერტსონს და ბაიერნის ალფონს დეივისსაც კი, რომლებიც ალბათ ტეოსთან ერთად პოდიუმს ინაწილებენ, მისნაირი მაჩვენებლებით თავს ვერ მოიწონებენ.

ლაციოსთან მატჩში ტეო თავისი შესანიშნავი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მან ფაცვით ფაზაში ფანტასტიკურად იმოქმედა და ლაცარი მოედნიდან გააქრო, შეტევაში კი რამდენიმე არაჩვეულებრივ პასს გამარჯვების გოლიც დაუმატა, რომელიც მე-11 აღმოჩნდა.

ტეოს თვალი ბევრმა ევროპულმა გრანდმა დაადგა, თუმცა ერნანდესს, რომელსაც მილანთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, როსონერი სულ მალე ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს და მის ამჯამინდელ ხელფასს – 1.5 მილიონ ევროს დაახლოებით გაასამმაგებს.

მილანმა ტეოს სანაცვლოდ მადრიდის რეალს 20 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა სხვადასხვა წყაროს მტკიცებით მისი ფასი დაახლოებით 80 მილიონი გახდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ბაიერნმა მისი ძმის სანაცვლოდ ატლეტიკოს გადაუხადა.