Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: ჩალჰანოღლუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ზაფხულის შემდეგ ჰაკან ჩალჰანოღლუ მილანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლავთ. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და როსონერის წარმატებულ სვლაში თავისი უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და დროთა განმავლობაში მისი მილანიდან წასვლა გარდაუვლად მოჩანდა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩალჰანოღლუმ თავის აგენტს დაავალა, რომ მილანთან შეთანხმებას მიაღწიოს და სავარაუდოდ იანვრის პირველ ნახევარში თურქი ფეხბურთელი როსონერისთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.