CM: ჩალჰანოღლუს აგენტი მილანშია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდში დარჩენის შემდეგ, მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე იწყებს მუშაობას.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი მილანს რამდენიმე დღის წინ ეწვია, თუმცა გუნდი სანდრო ტონალის ტრანსფერზე იყო გადართული და მასთან შეხვედრა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
წყაროს მტიცებით, მილანის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვდებიან და ახალ კონტრაქტზე დაიწყებენ მუშაობას.
ჰაკანის მიმდინარე ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და ის სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს, მილანი კი კონტრაქტის კიდევ 4 წლით გახანგრძლივებას და ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას შესთავაზებს.