Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით მილანს პრობლემები აქვს

ჰაკან ჩალჰანოღლუ მილანის ბოლოდროინდელ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. თურქ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და რა თქმა უნდა, დიავოლოს მისი შენარჩუნება უნდა.

შესანიშნავი თამაშის ფონზე, თურქ ფეხბურთელს არაერთი იტალიური და ესპანური გრანდი ეპატიჟება და Sky Sport Italia-ს ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა მილანი იანვარში დატოვოს, დღეს Calciomercato-მაც დაადასტურა.

წყაროს ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი მილანში ბედნიერია და დარჩენა უნდა, თუმცა შესაბამისი კონტრაქტის პირობებში… ჰაკანი ახლანდელი ხელშეკრულებით სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს და მას სეზონში მინიმუმ 7 მილიონი სურს, რაც მილანის შეთავაზებული თანხისგან ძალიან შორს არის…

ფეხბურთელის აგენტი მილანს უახლოეს დღეებში ეწვევა და მომდევნო 10-14 დღე გადამწყვეტი იქნება, თუმცა ერთი რამ ნათელია, როსონერი ფეხბურთელს უფასოდ არ გაუშვებს და თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მის გაყიდვას შეეცდება.