Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CM: ჩალჰანოღლუ ერიქსენის სანაცვლოდ ?

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს გაცვლას ინტერის კრისტიან ერიქსენში განიხილავენ.

მოგეხსენებათ ჩალჰანოღლუს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა არაერთი გავლენიანი წყაროს ინფორმაციით მხარეები კონტრაქტის შეთანხმებას ვერ ახერხებენ, დრო კი სულ უფრო ცოტა რჩება, მილანს კი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურს და მისი ერიქსენში გაცვლა შესაძლოა ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს.

უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ერიქსენი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ერთ დროს პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ახლა სათამაშო დროს ფაქტობრივად არ იღებს. მისი გუნდიდან წასვლა, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია. ინტერი მზად არის, რომ ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გაუშვას და იქიდან გამომდინარე, რომ ჰაკანის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, მის გაყიდვას მილანი ამაზე ძვირად ნამდვილად ვერ მოახერხებს, ამიტომ ამ ბარტერის ნახვა სავსებით რეალურია…