CM: ჩალჰანოღლუ მზად არის, დათმობაზე წავიდეს…
Calciomercato-ს ჟურნალისტის, დანიელე ლონგოს მტკიცებით, ჰაკან ჩალჰანოღლუ მზად არის დათმობაზე წავიდეს და აქამდე მოთხოვნილი 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად, სეზონში 6 მილიონ ევროს დასჯერდეს.
მილანის ყველაზე მსუყე შეთავაზება ჯერჯერობით 3.5-4 მილიონი ევროა, რომელიც 6 მილიონამდე საკმაოდ შორს არის, თუმცა ჩალჰანოღლუს გადადგმული ნაბიჯი აშკარად აჩვენებს, რომ მას გუნდში დარჩენა სურს.
SempreMilan-ის ინფორმაციით, ჰაკანის აგენტი მილანს 15-20 დღეში ეწვევა და გუნდთან გადამწყვეტ მოლაპარაკებებს გამართავს, სადაც თურქი ფეხბურთელის ბედი საბოლოოდ გაირკვევა.