Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

CODACONS:” იუვე შესაძლოა სერია ბ-ში გადავარდეს და სკუდეტოები ჩამოერთვას“

CODACONS-ის პრეზიდენტმა მარკო დონძელიმ, რომელიც იტალიის ოლიმპიურ ასოციაციასთან არის დაკავშირებული, იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბოლო წლებში იუვენტუსუს მხრიდან ნამდვილი დომინაცია ვიხილეთ, რომელიც გასული წლის პერიოდში დასრულდა.

„თუ იუვენტუსმა უპირატესობა მეტოქე გუნდებზე არალეგალური გზებით მოიპოვა, ასეთ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილებები მიღება მოუწევთ.

„კონკრეტული პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა, დასჯას ვერც უშუალოდ გუნდი გადაურჩება. ათასობით ქომაგის ინტერესის დასაცავად, ჩვენ პროკურატურას მივმართავთ თხოვნით დააქვეითოს იუვენტუსი სერია ბ-ში და ჩამოართვას მას ბოლო ტიტულები, რომლებიც პოტენციურად უკანონოდ მოიპოვა.“