CONI-მ იუვენტუსისთვის ქულების დროებით დაბრუნების მოტივი გამოაქვეყნა
როგორც მოსალოდნელი იყო, CONI-ს სასამართლომ იუვენტუსის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტურინულ გრანდს ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნდა.
Collegio di Garanzia-ს აზრით, პროკურატურის პოზიცია სოლიდურია და იუვენტუსს სპორტული სამართლის კოდექსის მე-4 არტიკლის მიხედვით ჯარიმა სამართლიანად მიესაჯა, თუმცა პროკურატურას მოტივის უკეთ ჩამოყალიბება მოუწევს.
საქმე ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდება, შემდეგი 30 დღის განმავლობაში კი Plusvalenza-ს საქმეზე იუვენტუსის ახალი სასჯელი გახდება ცნობილი, შემდგომში კი იუვენტუსს მისი CONI-ში ხელახლა გასაჩივრება შეეძლება.