Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Copa EuroAmerica მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით მატჩი იტალიასა და არგენტინას შორის ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, ნეაპოლში გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ Copa EuroAmerica-ს თასის შექმნა ოფიციალურად დადასტურდა, რომელშიც ერთმანეთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.

Il Mattino-ს ინფორმაციით, მარადონას სახელობის სტადიონი ფავორიტად მოიაზრება, თუმცა მატჩს შესაძლოა ლონდონმა ან ბაქომ უმასპინძლოს.