Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Coppa Italia-ს კალენდარი ცნობილია

მომდევნო სეზონის Coppa Italia-ს გათამაშება 23 სექტემბერს დაიწყება, ფინალი კი 19 მაისს, სავარაუდოდ სან სიროზე გაიმართება.

ტურნირის ბოლო გამარჯვებული ნაპოლია, რომელმაც ფინალში იუვენტუსი დაამარცხა.

Coppa-ს მატჩები 23 სექტემბერს, 30 სექტემბერს, 28 ოქტომბერს, 25 ნოემბერს, 13 იანვარს, 20 იანვარს და 27 იანვარს გაიმართება.

ნახევარფინალების გარდა, ყველა დაპირისპირება ერთ-მატჩიანი იქნება, ნახევარფინალები კი 10 თებერვალს და 3 მარტს გაიმართება.

იმის გამო, რომ Stadio Olimpico-მ ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს, ფინალი 19 მაისს დიდი ალბათობით მილანში, სან სიროზე გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published.