Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Coppa Italia-ს ნახევარფინალების საუკეთესო XI რონალდუს გარეშე

მეკარე:ჯიჯო დონარუმა(მილანი) – 7.7 რეიტინგი

იტალიელმა კიპერმა ორი შეხვედრის ჯამში 10 სეივი გააკეთა და კრიშტიანუ რონალდუს პენალტი აუღო.

მარჯვენა მცველი:დი ლორენცო(ნაპოლი) 6.7 რეიტინგი

ნაპოლის მარჯვენა ფლანგზე ბევრი ფეხბურთელი არ ჰყავს,თუმცა დი ლორენცომ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა და პირველ წრეში ფაბიან რუისს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

ცენტრალური მცველი:ნიკოლა მაკსიმოვიჩი(ნაპოლი) 7.43 რეიტინგი

მეორე ნაპოლის წარმომადგენელი.მან პირველ წრეში მანოლასთან ერთად,ახლა კი კულიბალისთან ერთად მშვენიერი დუეტი შექმნა და სახიფათო მომენტების განმუხტვა 20-ჯერ მოახერხა.

ცენტრალური მცველი:სიმონ კაიერი(მილანი) 6.97 რეიტინგი

მილანის მეორე წარმომადგენელი აღნიშნულ სიაში.გავარდნის მიუხედავად,მილანის ცენტრალურმა მცველმა კარგი თამაში ჩაატარა.

მარცხენა მცველი:ალექს სანდრო(იუვენტუსი) 7.19 რეიტინგი

იუვენტუსის პირველი ფეხბურთელი სიაში.მან 3 საგოლე მომენტი შექმნა,თუმცა თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს.

ცენტრალური ნახევარმცველი:ფაბიან რუისი(ნაპოლი) 7.35 რეიტინგი

ნაპოლის ვარსკვლავმა პირველ წრეში ინტერს გოლი გაუტანა,რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ცენტრალური ნახევარმცველი:როდრიგო ბენტაკური(იუვენტუსი) 7.14 რეიტინგი


ბენტაკურმა 51 პასიდან 48 ზუსტად გააკეთა,რაც 94 პროცენტია და დაკარგული ბურთი 9-ჯერ დაიბრუნა.

ცენტრალური ნახევარმცველი:კრისტიან ერიქსენი(ინტერი) 6.9 რეიტინგი

ერთადერთი ინტერის ფეხბურთელი,რომელიც აღნიშნულ სიაში მოხვდა.მან ანტონიო კონტეს გუნდს ფინალში გასვლის იმედი დაუბრუნა,თუმცა მისი ქმედებები საკმარისი არ აღმოჩნდა.

მარჯვენა ფრთა:პაულო დყბალა(იუვენტუსი) 8.21 რეიტინგი

8.21 ქულით,დიბალა კოპა იტალიას ნახევარფინალების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.მან  5 საგოლე მომენტი შექმნა და 7 დრიბლინგი განახორციელა.

მარცხენა ფრთა:ჰაკან ჩალჰანოღლუ(მილანი)  6.88 რეიტინგი

თურქმა ფეხბურთელმა გუნდი ფინალში ვერ გაიყვანა,თუმცა მან გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა.5 დარტყმა და 2 საგოლე მომენტის შექმნა საკმარისი არ გამოდგა.

ფორვარდი:დრის მერტენსი(ნაპოლი) 7.15 რეიტინგი

სიაში ბოლო ფეხბურთელი უკვე ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე – დრის მერტენსია.ბელგიელის გატანილმა გოლმა ნაპოლის ფინალში გასვლა გაუნაღდა და ამ გოლით ნაპოლის ლეგენდას,მარეკ ჰამშიკს გადაასწრო.

Leave a Reply

Your email address will not be published.