Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Coppa Italia-ს ფინალს გულშემატკივრები დაესწრებიან

Coppa Italia-ს ფინალურ მატჩზე, რომელიც 19 მაისს ატალანტასა და იუვენტუსს შორის გაიმართება, სასუოლოს Mapei Stadium-ს მაყურებელთა 20 პროცენტი დაესწრება.

სტადიონის ზომიდან გამომდინარე, თამაშზე დასწრების საშუალება 4,700 გულშემატკივარს ექნება.

აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს.