Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Coppa Italia-ს ფინალს გულშემატკივრები დაესწრებიან ?

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნება ევროპის ჩემპიონატამდე არ გამორიცხა.

იტალიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევრიპის ჩემპიონატზე გულშემატკივრების 25 პროცენტს მატჩზე დასწრების საშუალება ექნებათ, რის შემდეგაც სტადიონების გახსნა გუნდებმა სერია ა-ს მატჩებშიც მოითხოვეს.

„სპორტის ყველა მოყვარულს სურს, რომ მაყურებლები სტადიონებზე დაბრუნდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი არა ჩვენი, არამედ მთავრობის გადასაწყვეტია.

„ჩვენ პრემიერ მინისტრს უსაფრთხოების პროტოკოლი უკვე წარვუდგინეთ და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნებას ევროპის ჩემპიონატამდე მოვახერხებთ.

„ყველაზე რეალური ვარიანტი ახლა მაყურებლების ნახვა Coppa Italia-ზეა, რომელიც 19 მაისს გაიმართება, თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზეა.“