Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Coppa Italia-ს ფინალურ მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Coppa Italia-ს ფინალურ მატჩს, რომელიც 19 მაისს რეჯიო ემილიაზე, სასუოლოს სტადიონზე გაიმართება, 4,300 ქომაგი დაესწრება.

მატჩის ბილეთების გაყიდვა უკვე ოფიციალურად დაიწყო და შეხვედრაზე დასწრების მსურველები ვალდებულები იქნებიან, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინონ, ან კორონა ვირუსზე უარყოფითი პასუხი ბოლო 2 დღის განმავლობაში აღებული ტესტის მიხედვით.