Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CorSera: ლეონარდოს ჯიჯო დონარუმას უფასოდ გაფორმება სურს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო მილანის კარის დარაჯის, ჯიჯო დონარუმას უფასოდ გაფორმებას გეგმავს.

პაოლო მალდინიმ რომასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ დონარუმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდი მის შესანარჩუნებლად ყველა ხერხს იხმარს, თუმცა მილანის შეთავაზება და მინო რაიოლას მოთხოვნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება…

სხვადასხვა წყარო ირწმუნება, რომ რაიოლა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ფეხბურთელისთვის 8-9 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, პსჟ კი მზად არის, რომ 21 წლის კარის დარაჯს ნებისმიერი მოთხოვნა დაუკმაყოფილოს და ახლანდელი ხელფასი გაუორმაგოს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს მინო რაიოლა იტალიაში ჩაფრინდა და მილანთან ძმები დონარუმების და რომანიოლის კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუმცა მალდინის აჩქარება მოუწევს, რადგან იანვრიდან ნებისმიერ მსურველს ფეხბურთელთან მილანის თანხმობის გარეშე შეეძლება მოლაპარაკებების გამართვა…