Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Curva Nord-ი ინტერს:“ ზედიზედ 2 სკუდეტო უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე ჩემპიონობა“

ინტერის ულტრასების ჯგუფმა Curva Nord-მა ნერაძურის და გუნდის ახალ მწვრთნელს სეზონის წინ გამამხნევებეი წერილი მიუძღვნა.

„ხვალ თითოეული ჩვენგანი აპიანო ჯენგილეზე შეიკრიბება და შესანიშნავი გამარჯვებისთვის კიდევ ერთ მადლობას გადაგიხდით. ჩვენი მთელი ენთუზიაზმი და იმედები მწვრთნელისა და ფეხბურთელებისკენ იქნება მიმართული, რომელიც სირთულეების მიუხედავად არ ნებდება და ოცნებებისთვის წინსვლას განაგრძობს. ჩვენ სეზონს ვიწყებთ როგორც ჩემპიონები, მაგრამ ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოპოვება უფრო სასიამოვნო და ლამაზი ისტორია იქნება. დროა ინტერის წარმატების ეპოქა დავიწყოთ!“