Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Curva Sud-ის მესიჯი მილანის ფეხბურთელებს

დღეს იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეული დუელის კიდევ ერთი მატჩი შედგება, თუმცა მილანი – იუვენტუსის დაპირისპირებას სტადიონზე გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

მილანის ფანკლუბმა ფეხბურთელებს თავიანთი ვებ-გვერდის მეშვეობით გამამხნევებელი მესიჯი გაუგზავნეს.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით და შეუჩერებელი დახმარება გაგვეწია თქვენთვის, ვისურვებდით რომ ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია და თქვენ ჩვენს ხილვას მიეჩვიეთ.

„ვისურვებდით, რომ ვიყოთ Curva Sud-ში, სადაც ჩვენ თქვენს გატანილ გოლებს და გამარჯვებებს ველოდებით, რომ ერთად აღვნიშნოთ.

„ვისურვებდით, რომ თქვენი შეტევისთვის უფრო მეტი ძალა, გამბედაობა და დაუნდობლობა მიგვეცა, რომ დაგვემუხტეთ, რომ სან სიროს თითოეული წერტილი ოპონენტებისთვის ჯოჯოხეთად გვექცია

„ვისურვებდით, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვიყოთ და ჩვენი სიყვარულით და მხარდაჭერით თქვენი სისხლი აგვედუღებინა.

„ჩვენ თქვენ მილანის ქუჩებში გაცილებდით მილანური დერბის წინ და თქვენ ასეთი დაცულები არასოდეს ყოფილხართ.

„ჩვენ მილანის ქუჩებს ცეცხლს ვუკიდებდით და ყველას ვაჩვენებდით დაუნდობელი ეშმაკის გუნდს, რომელიც ჩვენ ვართ.

„თქვენ ჩვენს მაისურს პატივი ეცით, თქვენ მილანი იქ დააბრუნეთ, სადაც მისი ადგილია, თქვენ ჩვენ სიამაყის შეგრძნება დაგვიბრუნდეთ და გაგვაერთიანეთ: გუნდი და Curva

„იბრძოლეთ ჩვენთვის და თქვენ იგრძნობთ, რომ ჩვენი გულები თქვენს გულებთან ერთად ძგერენ.

„გაიმარჯვეთ ჩვენთვის და თქვენ მილანის ხალხის მთელს სიყვარულს და სითბოს იგრძნობთ.

„ჩვენ თქვენ სამხრეთით დაგელოდებით და აუცილებლად იგრძნობთ იმას, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

„იყავი როსონერი, იყავი მილანის გულშემატკივარი, იყავი Curva Sud Milano-ს ულტრასი, რადგან ახლა თქვენ ჯოჯოხეთის მბრძანებლები ხართ და თქვენ ჩვენთვის სამოთხე უნდა დაიბყროთ.

„ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ და მარტოები არასოდეს იქნებით.“