დ’ამიკო:“ ოსიმენი ჰოლანდზე უკეთესია, ნაპოლის მისი შენარჩუნება გაუჭირდება“
ცნობილმა იტალიელმა აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ვიქტორ ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია და ის ჰოლანდზე წინ დგას.
„ეჭვგარეშეა, ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, ფავორიტი პსჟ იქნება, თუ ფრანგულ გუნდს მესი დატოვებს.“