Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო გუნდს ვერც ინტერთან მატჩში დაეხმარება…

სანაკრები პაუზის დასრულების შემდეგ, სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში, იუვენტუსსა და ინტერს შორის გაიმართება.

Sky Sport-ის ცნობით, ტურინულ გრანდს გუნდის კაპიტანი დანილო ვერც ამჯერად დაეხმარება, რადგან ბრაზილიელმა ჯერჯერობით კუნთის ტრავმა ვერ მოირჩინა და მისი დაბრუნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.

წყაროს ცნობით, დანილო ტურინული გრანდის განკარგულებაში დიდი ალბათობით მონცასთან მატჩისთვის დაბრუნდება.