Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო იუვენტუსს ვერც კალიარის წინააღმდეგ დაეხმარება

ფიორენტინასთან გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი კალიარისთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა მაქს ალეგრის ამჯერადაც საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს ფონს გასვლა.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, გუნდის კაპიტანი დანილო, რომელიც ბიანკონერის ბოლო მატჩებში კუნთის პრობლემების გამო ვერ ეხმარება, კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს და ის ვერც კალიარის წინააღმდეგ ითამაშებს.

იუვეს ვერ დაეხმარება ვერც ადრიენ რაბიო, რომელსაც ყვითლების ლიმიტი ამოეწურა და 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.