Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დაძაბულობა დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისსა და ლუჩიანო სპალეტის შორის ბოლო დღეებში ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის დაძაბულობის მიზეზი იტალიელი სპეციალისტის კონტრაქტი გახდა.

სპალეტის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, თუმცა დე ლაურენტისმა ლუჩიანოს ხელშკრულებაში არსებული პუნქტი გაააქტიურა და მისი კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.

წყაროს ცნობით, სპალეტის კონტრაქტის გახანგრძლივება გუნდთან აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებების შემდეგ სურდა, თუმცა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის ამოქმედების შესახებ არა პირადად პრეზიდენტისგან, არამედ აგენტის მეშვეობით შეიტყო, რის გამოც ის უკმაყოფილო დარჩა…