დე ლაურენტისი:“ ჩვენი შემდეგი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას გეგმავს.
„სკუდეტო წლების განმავლობაში ჩვენი უდიდესი ოცნება იყო, რომელსაც ამ სეზონში სრულიად დამსახურებულად მივაღწიეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პროექტი ამით სრულდება.
„ნაპოლი მომდევნო წლებში სკუდეტოსთვის ბრძოლას გააგრძელებს, პარალელურად კი ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი და თუ UEFA მსაჯების დახმარებით არ შეგვაჩერებს, როგორც ეს ამ სეზონში მოხდა, ჩვენ ტიტულის მოგება აუცილებლად შეგვეძლება.“