Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისი:“ დატოვებენ თუ არა ნაპოლის ვარსკვლავები ?…“

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სეზონის ბოლოს გუნდიდან ვარსკვალვების შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გამორჩეული ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე არაერთხელ დაამტკიცეს.

„გასაკვირი არ არის, რომ მათ მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, მაგრამ ჩვენი კონტრაქტები უნიკალურია და თუ ჩვენ არ მოვისურვებთ, გუნდს ვერავინ დატოვებს. ნაპოლის არავის გაყიდვა არ სურს, თუმცა არის წინადადებები, რომელზეც უარს ვერ იტყვი. ვნახოთ, რა მოხდება.“