დე ლაურენტისი:“ ეს მხოლოდ დასაწყისია, ნაპოლი განვითარებას გააგრძელებს სპალეტი ?…“
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს არის კულმინაცია იმ ლოდინისა, რომელმაც 33 წელი გასტანა. როდესაც ნაპოლიში მოვედი ვთქვი, რომ ევროპაში დაბრუნებას 10 წელი დასჭირდებოდა, მე ეს პირობა დროზე ადრე შევასრულე. შემდეგ დაგპირდით, რომ სკუდეტოს მომდევნო 10 წელიწადში მოვიგებდით და ესეც დროზე ადრე შევასრულე.
„ახლა ჩვენ ეს ტიტული კიდევ და კიდევ უნდა მოვიგოთ, ასევე უნდა ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგაზე.
„ნაპოლის პროექტი ? ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და არა ფინიში, სპალეტი ჩვენთან დარჩება და წინსვლას ერთად განვაგრძობთ.“