Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისი:“ კვარა და ოსიმენი ხელშეუხებლები არიან“

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 1-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„2004 წელს, ბანკროტის შემდეგ, ნაპოლი მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, 10 წელიწადში ჩვენ ევროპაში დავბრუნდით, ახლა კი ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ.

„გუნდის ფინანსური სიტუაცია ? ჩვენ კარგი სიტუაცია გვაქვს, რადგან ვიცით ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები და მას არ ვცდებით. მე ნაპოლის სანაცვლოდ 1 მილიარდი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მე დიდი გეგმები მაქვს.

„სპალეტი ? მე მისი გუნდში ხილვა წლების განმავლობაში მსურდა და როგორც იქნა, ამის გაკეთება შევძელი. იმედი მაქვს, რომ ლუჩიანოსთან ერთად, რომელიც გამორჩეული ლიდერია, ჩვენ ახალ ეპოქას შევქმნით.

„მის კონტრაქტს რაც შეეხება, მე კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების ოფცია უკვე გავააქტიურე, თუმცა ის ნაპოლიში ამის გამო არ რჩება, მან თქვა, რომ გუნდი და ნეაპოლი უყვარს და აქ დარჩენა სურს.

„მოვუსმენ თუ არა ოსიმენის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს ? არა, არასოდეს, ის და კვარა, როგორც გუნდის სხვა ლიდერები, არ იყიდებიან.“