დე ლაურენტისი კვარა-ოსიმენის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს აღარ განიხილავს
ნეაპოლიტანური წყაროების ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის წამყვანი ფეხბურთელები გუნდს აღარ დატოვებენ.
Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისი ოსიმენის, კვარას და გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას მხოლოდ ივლისის ბოლოდმე განიხილავდა, სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი შმადგენლობის დასუსტებას აღარ აპირებს.
წყაროს ცნობით, ნაპოლი შესაძლოა იმ ფეხბურთელებმა დატოვონ, რომელთა მიმდინარე კონტრაქტები 2024 წლის ზაფხულში იწურება, მათ შორის ივრინგ ლოსანო და პიოტრ ჟელინსკი გახლავთ.