Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისმა კონტესთან მოლაპარაკებების განახლება სცადა, შემდეგ კი  ტუდორს შეხვდა…

ნაპოლიში ახალი მწვრთნელის მისვლა დროის საკითხია და დიდი ალბათობით პარტენოპეის მინიმუმ სეზონის ბოლომდე იგორ ტუდორი ჩაიბარებს.

Sky Sport-ის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს დარწმუნება კიდევ ერთხელ ცადა, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო, რის შემდეგაც ნაპოლის პრეზიდენტი იგორ ტუდორს პირადად შეხვდა.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლისა და ტუდორს შორის კონტრაქტის ბოლო დეტალები თანხმდება, რის შემდეგაც ხორვატი სპეციალისტი პარტენოპეის ოფიციალურად ჩაიბარებს.