დე ლაურენტისმა ნაპოლის მომდევნო მწვრთნელის თაობაზე კომენტარი გააკეთა
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სამპდორიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და გუნდის ახალი მწვრთნელის თაობაზე ისაუბრა.
„ახალი მწვრთნელის პოვნა დროს მოითხოვს, ეს მარტივი არ არის, ამიტომ ჩვენ მოთმინება გვმართებს.
„ჩვენ დღეს სკუდეტოს ზეიმი გვაქვს, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით და მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ, შემდეგ კი გავუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ჩვენთვის ახალი არ არის.
„ნაპოლი არის ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელმაც ბოლო 14 წელიწადში ევროპულ ტურნირებზე 14-ჯერ იასპარეზა, ეს ძალიან კარგი მიღწევაა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვქვს.“