Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე როსი რომასთან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს

რომას მფლობელმა ფრიდკინების ოჯახმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანიელე დე როსი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

40 წლის სპეციალისტმა ჯალოროსის სათავეში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და იტალიელმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

Il Messaggero-ს ცნობით, დანიელე რომასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი გასამრჯელო დაახლოებით 2.5 მილიონი და ბონუსები იქნება.