Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დერბიში მარცხის მიუხედავად, მილანის ხელმძღვანელობა პიოლის მიმართ ნდობას არ კარგავს

მილანურ დერბიში მძიმე მარცხის შემდეგ, სოციალურ მედიაში როსონერის ქომაგები სტეფანო პიოლის გაშვებას აქტიურად ითხოვდნენ, თუმცა მწვრთნელის შეცვლა ჯერჯერობით გუნდის ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედის.

MilanNews-ის ინფორამციით, დერბის შემდეგ მილანის ხელმძღვანელობა სტეფანო პიოლის შეხვდა და იტალიელ სპეციალისტს სრული ნდობა დაუდასტურა.

წყაროს ცნობით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სეზონის დასრულებამდე მილანმა სტეფანო პიოლის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტოს.