Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Derby della Capitale, სიტუაცია უკვე იძაბება…

რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც რომამ გუნდში ჟოზე მოურინიოს მისვლა გააოფიციალურა, ჯალოროსის ქომაგებმა პორტუგალიელი სპეციალისტი დახატეს, სადაც ის სკუტერის საჭესთან გახლდათ.

გუშინ კი, მაურიციო სარის ლაციოში მისვლის შემდეგ, ლაციოს ქომაგებმა მოურინიოს სახე სარის სიგარეტის კვამლში გაახვიეს.

Derby della Capitale ყოველთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება იყო და ფაქტია, რომ წინ შესანიშნავი სანახაობა გველოდება…