Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დევიდი მილანის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება…

მილანი იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერებას შედარებით იაფიანი კადრით ეცდება, ზაფხულისთვის კი გუნდის პრიორიტეტი კვლავ ლილის ფორვარდი ჯონათან დევიდი იქნება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც კანადელ ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე 12 თვე ექნება დარჩენილი, ფრანგებს მისი შედარებით იაფად გაშვება მოუწევთ და ლომბარდიულ გრანდს ფეხბურთელის დამატების კარგი შანსი ექნება.

წყაროს ცნობით, მილანს კონკურენციას პრემიერ ლიგის 3 გუნდი გაუწევს. ლილი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.