დი ლორენცო:“ ნაპოლის მიზანი ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნებაა“
ნაპოლის კაპიტანიმა ჯოვანი დი ლორენცომ სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვიცოდით, რომ სალერნიტანას წინააღმდეგ მარტივი მატჩი არ იქნებოდა, თუმცა საერთო ჯამში ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„კრიტიკა ნაპოლის მიმართ ? ვფიქრობ, რომ გუნდის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გადაჭარბებული და გაზვიადებულია. შესაძლოა ჩვენ გარკვეულ მატჩებში მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ჩვენ ამ მომენტისთვის მისაღები შედეგები გვაქვს და გუნდი განვითარებას აგრძელებს.
„ჩვენი მიზანი საუკეთესო ფორმის დაბრუნება და სკუდეტოსთვის ბრძოლაა. ჩემპიონობა მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ მოქმედი გამარჯვებულები ვართ და შესაბამისი ამბიციები გვაქვს.“