Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო:“ ლეაუ და მილანი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რაფაელ ლეაუ და მილანი ახალი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და პორტუგალიელი უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

წყაროს ცნობით, ლეაუს მილანიდან წასვლის სურვილი არასოდეს გამოუთქვამს და მისი კონტრაქტის გახანგრძლივება სპორტინგისთვის გადასახდელი ჯარიმის გამო გაიწელა, თუმცა მისი გაყიდვა მილანის გეგმებში არასოდეს განხილულა.

დი მარციოს ცნობით, ლეაუ მილანში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 7 მილიონი ევრო იქნება.