Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ სპალეტის პოტენციურ შემცვლელებზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ნაპოლის რიგებში ლუჩიანო სპალეტის პოტენციურ შემცვლელზე ისაუბრა.

„ლუის ენრიკე ნაპოლიში ? ენრიკე ბარსელონას და ესპანეთის სამწვრთნელო ბაზებს არის მიჩვეული, სადაც დღეში 300-მდე სავარჯიშო სესია ტარდება და ვფიქრობ, რომ ნეაპოლში მას სხვა რეალობასთან ადაპტაცია გაუჭირდება. ვფიქრობ, რომ ეს ფაქტორი ეკონომიკურ ასპექტზე მნიშვნელოვანია.

„ჩემი აზრით, ნაპოლის უფრო ტიაგო მოტა ან ვინჩენცო იტალიანო შეეფერება, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით თქმა ძალიან ადრეა.“