დი მარია იუვენტუსში რჩება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ანხელ დი მარიამ იუვენტუსში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ვეტერანი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერის მასთან ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დი მარიამ იუვეში დარჩენის სურვილი გამოთქვა იმის მიუხედავად, მოხვდება თუ არა ბიანკონერი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.