დი მარიას იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ანხელ დი მარია იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გუნდში კიდევ 1 წლით დარჩება.
რთული სტარტის შემდეგ, ვეტერანი არგენტინელი შემტევი ტურინული გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და ბიანკონერის მასთან კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დი მარია იუვენტუსში ბედნიერია, მისი ოჯახი კი ტურინში ცხოვრებით კმაყოფილია და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის გუნდში კიდევ 1 წელი დარჩება.